მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ციხე და ქონების კონფისკაცია – ფირტაშს. ზუსტად ამ ბედს...

მიხეილ სააკაშვილი: ციხე და ქონების კონფისკაცია – ფირტაშს. ზუსტად ამ ბედს გაიზიარებენ ოლიგარქები ხელისუფლების შეცვლის შემდეგ

Published on

უკრაინისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის ბრძოლის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე ეხმაურება ვენის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკრაინელი ოლიგარქის დიმიტრი ფირტაშის ამერიკაში ექსტრადირების შესახებ. ოლიგარქს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 50 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.
 
,,ძალიან კარგი ინფორმაციაა, ციხე და ქონების კონფისკაცია. ზუსტად იგივე ბედს გაიზიარებენ ოლიგარქები უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. – წერს მიხეილ სააკაშვილი – და კიდევ. სწორედ ფირტაშმა   გადაწყვიტა საიდუმლო შეთანხმებებით, ვინ უნდა ყოფილიყო უკრაინის პრეზიდენტი და კიევის მერი. გირჩევთ, გამოაქვეყნოთ ეს შეთანხმება, სანამ ამერიკელები გამოაქვეყნებენ, როგორც პოლიტიკური კორუფციის კლასიკურ ნიმუშს.
უნდა დავასრულოთ ოლიგარქების თამაში მარიონეტებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში  მიხვდებიან უკრაინელი პოლიტიკოსები, რომ ოლიგარქებს კი არა,  ხალხს უნდა ემსახურონ  და შეცვალონ ქვეყანა.''
 
მიხეილ სააკაშვილის კომენტარი, როგორც აღვნიშნეთ,  ეხება ვენის მიწის უმაღლესი სასამართლოს მიერ სამშაბათს, 21 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას დიმიტრი ფირტაშის აშშ – ში ექსტრადიციის შესახებ.ასეთია სასამართლოში  ავსტრიის პროკურატურის აპელაციის განხილვის შედეგი. აპელაცია ეხებოდა ვენის სასამართლოს მიერ 2015 წლის აპრილში  მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბიზნესმენის აშშ – ში ექსტრადიციის მოთხოვნა. 
 
ურაინელი ოლიგარქი ფირტაში 2014 წლის 12 მარტს დააპატირეს ავსტრიაში. მას ბრალი ედებოდა ქრთამის  სახით შეთავაზებული  18,5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ინდოეთში ტიტანის ნედლეულის მოპოვების ნებართვის მიღებაში, შემდგომში მზა პროდუქციის აშშ – ში გაყიდვის მიზნით. ვენის სასამართლოს თავდაპირველი განაჩენით მას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ შემდეგ განთავისუფლებულ იქნა გირაოს სახით გადახდილი  125 მილიონი ევროსა და ავსტრიიდან გაუსვლელობის ვალდებულების  სანაცვლოდ. 
 
  აშშ  ამ საქმით დაინტერესებულია იმდენად, რამდენადაც  ინდოეთთან  კონტრაქტი, რომელსაც აშშ ხელისუფლება კორუფციულად აფასებს, ლახავდა  ამერიკული ფირმების ინტერესებს. სხვა – პოლიტიკური ინტერესი, ავსტრიის პროკურატურის მტკიცებით, ფირტაშის საქმის  პირველ ინსტანციაში განხილვის დროს არ ყოფილა,  თუმცა სწორედ ამაზე იყო აგებული დაცვის მხარის პოზიცია. პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ფირტაშის ქმედებები ხვდება როგორც ავსტრიის, ისე აშშ იურისდიქციის ქვეშ.
 
ოლიგარქის მიმართ სერიოზული ბრალდბები იკვეთება გერმანიისა და ესპანეთის მხრიდანაც  – გერმანიაში იგი ეჭვმიტანილია ინფორმაციის უკანონო შეკრებაში, მოქრთამვაში, კორუფციასა და გადასახადებიდან თავის არიდებაში.  ესპანეთში  კი  ბრალი ედება ფულის გათეთრებაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით. შარშან, ნოემბერში ესპანეთის ხელისუფლებამ მასზე საერთაშორისო ძებნაც გამოცხადდა ,  აშშ – ს მსგავსად ესპანეთის ხელისუფლებაც ითხოვს  განხილულ იქნას ფირტაშის ესპანეტში ექსტრადიციის საკითხი. 
 
ამრიგად, ფირტაშის აშშ – ში  ექსტრადიცია უახლოეს ხანში მოხდება. იგი გუშინვე დააკავეს და საპატიმროში მოათავსეს. ასეთია ოლიგარქების ბოლო.
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...