მთავარისიახლეებისაზოგადოებაიძულებით გადაადგილებულ პირთა სრულყოფილი ინტეგრაციისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით ზუგდიდში შეხვედრა...

იძულებით გადაადგილებულ პირთა სრულყოფილი ინტეგრაციისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

Published on

სამუშაო შეხვედრა „კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესება ცენტრალურ და ადგილობრივ სამთავრობო უწყებებს შორის“ ჩატარდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მიერ დაფინანსებული პროექტის  (BPRM) „გაუმჯობესებული სერვისები – დაცული მოწყვლადი ჯგუფები“-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეეწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიან, სრულყოფილ ინტეგრაციას და მათი უფლებების სათანადოდ დაცვას, დევნილთა საზოგადოების გაძლიერებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და სხვა პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობების ზრდის გზით.პროექტი ხორციელდება საქართველოს 13 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.სამუშაო შეხვედრას ზუგდიდში  ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოში პროექტის  სამიზნე რეგიონების ადგილობრივი მთავრობის და  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები. პრეზენტაციას დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია უძღვებოდა.შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაციის და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბება.
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...