მთავარისიახლეებისაზოგადოებაგალში ინციდენტების პრევენციის შეხვედრა მიმდინარეობს

გალში ინციდენტების პრევენციის შეხვედრა მიმდინარეობს

Published on

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. Imedinews -ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრაზე პატიმარ გიორგი ლუკავას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და მისი გათავისუფლების საკითხი, ასევე ადმინისტრაციულ საზღვრებზე გადაადგილების მხრივ არსებული ვითარება და ბოლოდროინდელი დაკავებების თემები განიხილება. 

ქემოკლიძეს ადმინისტრაციულ საზღვართან დღეს გიორგი ლუკავას მეუღლეც შეხვდა, რომელიც მისი ქმრის და სხვა პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მხარდამჭერებთან ერთად ენგურის ხიდთან აქციის გამართვას გეგმავს.

52 წლის გიორგი ლუკავას, რომელიც ამ დრომდე დრანდის ციხეში იმყოფებოდა, 5 წლის წინ აფხაზურმა მხარემ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხინს წინ ქართულმა მხარემ აფხაზურ მხარესთან ყოფილი სამხედრო მოსამსახურის გაცვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, ბოლო მომენტში აფხაზებმა ლუკავას გადმოცემაზე უარი განაცხადეს.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...