მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში ღამის კლუბში მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში ღამის კლუბში მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Published on

ბათუმში, ღამის კლუბ „არენაში" მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ამ დროისათვის, უცნობია. დეტალური ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...