წელს პირველად, სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB BERLIN მიიღებს მონაწიელობას. რეგიონი გამოფენაზე ტურისტულ ობიექტებს წარდაგენს და საერთაშორისო ტურ-ოპერტორებს არსებულ პოტენციალს გააცნობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგენა USAID -ის (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო) პროექტ „ზრდა საქართველოში“ დახმარებით გახდა შესაძლებელი. რეგიონის გუბერნატორმა ლევან შონიამ და პროექტ ,,ზრდა საქართველოში’’ ხელმზრვანელმა ბრაიან კინგმა დღეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერეს ხელი. რაც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.ITB BERLIN საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, რომელშიც საერთაშორისო ტურ-ოპერატორები, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული უმსხვილესი კომპანიები და ქვეყნები მონაწილეობენ. გამოფენა წელს 8-დან 12 მარტის ჩათვლით გაიმართება. გამოფენის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ განსხვავებული მიმართულების ტურიზმს საერთაშორისო დონეზე.შეხვედრაზე, ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზეც ისაუბრეს. „ჩვენი შეხვედრის მიზანია სპონსორობის შეთანხმება სამხარეო ადმინისტრაციასთან, რათა რეგიონის წარმომადგენელები გემგზავრონ და დაესწრონ ITB გამოფენას, რომელიც მარტის თვეში, ბერლინში გაიმართება. ეს მოგვცემს საშუალებას ვაწამოოთ დისკუსია რეგიონის მომავალი ტურისმის განვითარების კუთხით. რომ შეიქმნას ახალი პროდუქტი, რათა მსოფლიომ და დანარჩენმა საქართველომ გაიცნოს ამ რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები“- განაცხადა ბრაიან კინგმა
მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ ფესტივალზე პირველად წარსდგება
სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ ფესტივალზე პირველად წარსდგება
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...