მიხეილ სააკაშვილი: ციხე და ქონების კონფისკაცია. ზუსტად იგივე ბედს გაიზიარებენ ოლიგარქები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ

0
370

 

უკრაინისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის ბრძოლის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე ეხმაურება ვენის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკრაინელი ოლიგარქის დიმიტრი ფირტაშის ამერიკაში ექსტრადირების შესახებ. ოლიგარქს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 50 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.
 
,,ძალიან კარგი ინფორმაციაა, ციხე და ქონების კონფისკაცია. ზუსტად იგივე ბედს გაიზიარებენ ოლიგარქები უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. – წერს მიხეილ სააკაშვილი – და კიდევ. სწორედ ფირტაშმა   გადაწყვიტა საიდუმლო შეთანხმებებით, ვინ უნდა ყოფილიყო უკრაინის პრეზიდენტი და კიევის მერი. გირჩევთ, გამოაქვეყნოთ ეს შეთანხმება, სანამ ამერიკელები გამოაქვეყნებენ, როგორც პოლიტიკური კორუფციის კლასიკურ ნიმუშს.
უნდა დავასრულოთ ოლიგარქების თამაშობები მარიონეტებით , მხოლოდ ამ შემთხვევაში  მიხვდებიან უკრაინელი პოლიტიკოსები, რომ ოლიგარქებს კი არა,  ხალხს უნდა ემსახურონ  და შეცვალონ ქვეყანა.''
 
მიხეილ სააკაშვილის კომენტარი, როგორც აღვნიშნეთ,  ეხება ვენის მიწის უმაღლესი სასამართლოს მიერ სამშაბათს, 21 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას დიმიტრი ფირტაშის აშშ – ში ექსტრადიციის შესახებ. იგი გუშინვე დააკავეს და საპატიმროში მოათავსეს.
 
ასეთია სასამართლოში  ავსტრიის პროკურატურის აპელაციის განხილვის შედეგი. აპელაცია ეხებოდა ვენის სასამართლოს მიერ 2015 წლის აპრილში  მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბიზნესმენის ექსტრადიციის მოთხოვნა. 
 
ფირტაში 2014 წლის 12 მარტს დააპატირეს ავსტრიაში. მას ბრალი ედებოდა ქრთამის  სახით შეთავაზებული  18,5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ინდოეთში ტიტანის ნედლეულის მოპოვების ნებართვის მიღებაში, შემდგომში მზა პროდუქციის აშშ – ში გაყივის მიზნით. ვენის სასამართლოს თავდაპირველი განაჩენით მას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ შემდეგ განთავისუფლებულ იქნა გირაოს სახით გადახდილი  125 მილიონი ევროსა და ავსტრიიდან გაუსვლელობის ვალდებულების  სანაცვლოდ. 
 
ამჯერად ოლიგარქს ამერიკაში 50 წლის პატიმრობა და ყველა აქტივის კონფისკაცია ემუქრება.  აშშ ინტერესი ამ საქმეში იმაში მდგომარეობს, რომ  ინდოეთთან  კონტრაქტი, რომელსაც აშშ ხელისუფლება კორუფციულად აფასებს, ლახავდა  ამერიკული ფირმების ინტერესებს. ავსტრიის პროკურატურა უარყოფს პოლიტიკურ ინტერესს ფირტაშის საქმის მიმართ პირველ ინსტანციაში განხილვის დროს,  რაზეც იყო აგებული დაცვის მხარის პოზიცია. პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ფირტაშის ქმედებები ხვდება როგორც ავსტრიის, ისე აშშ იურისდიქციის ქვეშ.
 
ოლიგარქის მიმართ სერიოზული ბრალდბები იკვეთება გერმანიისა და ესპანეთის მხრიდანაც  – გეერმანიაში მას ედავებიან ინფორმაციის უკანონო შეკრებაში, მოქრთამვაში, კორუფციასა და გადასახადებიდან თავის არიდებაში.  ესპანეთში  მას ბრალი ედება ფულის გათეთრებაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით. შარშან, ნოემბერში ესპანეთის ხელისუფლებამ მასზე საერთაშორისო ძებნაც გამოცხადდა ,  აშშ – ს მსგავსად ესპანეთის ხელისუფლებაც ითხოვს  განხილულ იქნას ფირტაშის ესპანეტში ექსტრადიციის საკითხი. 

 

 
 
წინა სტატია20 თებერვლიდან 23 მარტამდე ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გურამ დოჩანაშვილის დღეები გაიმართება.
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ციხე და ქონების კონფისკაცია – ფირტაშს. ზუსტად ამ ბედს გაიზიარებენ ოლიგარქები ხელისუფლების შეცვლის შემდეგ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური