მთავარისიახლეებიპოლიტიკამესამე ვიცე-პრემიერად ალექსანდრე ჯეჯელავა დაინიშნა

მესამე ვიცე-პრემიერად ალექსანდრე ჯეჯელავა დაინიშნა

Published on

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.  მისივე განმარტებით, ჯეჯელავას ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია. 

„სანდრო ჯეჯელავა მინდა წარმოგიდგინოთ, როგორც მესამე ვიცე-პრემიერი. მინდა მივანიჭოთ ფუნქცია, რომ მან გაუწიოს კოორდინაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკას, ბუნებრივია, შესაბამის უწყებებთან ერთად. მინდა წარმატება ვუსურვო სანდროს. 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს და ჰქონდეს სრული ინფორმაცია. აღმასრულებელი ფუნქცია, მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაია ბიგვავას დარჩება, როგორც ის არის აქამდე და სანდროსთან ერთად გააკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის წარმართვას.
ეს პოლიტიკა გახდება უფრო აქტიური, იქნება ძალიან ბევრი ინიციატივა. ასეთი ინიციატივები სანდროს ძალიან ბევრი აქვს, ასევე ახალგაზრდობის მიმართულებით ისინი ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად დაგეგმავენ კიდევ უფრო საინტერესო პოლიტიკას და პროგრამებს. ვფიქრობთ, ეს მიმართულებაც გაძლიერდება ვიცე-პრემიერის რანგში ამ ფუნქციის ატანასთან ერთად. 

ჩვენ გვეყოლება სამი ვიცე-პრემიერი. დიმიტრი ქუმსიშვილი არის პირველი ვიცე- პრემიერი და ის ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს, კახა კალაძეს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ პოლიტიკური ვიცე-პრემიერი და მოგეხსენებათ, არის პარტიის გენერალური მდივანი, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს მომავალი რამდენიმე არჩევნების სახით. სანდროს ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...