მთავარისიახლეებისაზოგადოება20 თებერვლიდან 23 მარტამდე ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გურამ დოჩანაშვილის დღეები გაიმართება.

20 თებერვლიდან 23 მარტამდე ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გურამ დოჩანაშვილის დღეები გაიმართება.

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ უნივერსალის" ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდი კიდევ ერთხელ ემზადება დიდი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის სამასპინძლოდ. 20 თებერვლიდან 23 მარტამდე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაცი ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში გურამ დოჩანაშვილის დღეები გაიმართება. მწერლისათვის მიძღვნილ დღეებში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო სკოლები, ასევე სასულიერო პირები, პედაგოგები, ლიტერატორები, სტუდენტები, ახალგაზრდა პოეტები, მწერლები და უბრალოდ მკითხველები,რომლებსაც ლიტერატურა ძალიან უყვართ. 26 მარტს კი კულტურის ცენტრი "ოდიში" მწერლის 78 წლის საიუბილეო საღამოს უმასპინძლებს. ასევე დაგეგმილია მწერლის ნაწარმოების "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდას" მიხედვით დადგმული სპექტაკლის ჩვენება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის დასის მონაწილეობით.გურამ დოჩანაშვილის დღეების ფარგლებში ზუგდიდის არტ გალერეაში მწერლის მოთხრობების ოთხტომეული, "სამოსელი პირველი" და მისი ბოლო ნაწარმოების "ბრმადყოფილზე და" პირველი და მეორე ტომი გამომცემლობის ფასად გაიყიდება.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...