საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უზმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოში მოემგზავრება. პატრიარქმა სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.უწმინდესის მკურნალი ექიმი, მარტინ შტრიკი აცხადებს, რომ ილია მეორე თავს კარგად გრძნობს, საჭიროების შემთხვევაში კი სამედიცინო პერსონალი მზად არის საქართველოშიც ჩამოვიდეს:„უზომოდ გვიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და საქართველოში მიემგგზავრება. ჩვენ სულ ვიქნებით კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში საქართველოშიც კი ჩამოვალთ, მაგრამ ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ იქნება. გილოცავთ, ყველაფერი კარგად არის“, – აცხადებს საქართველოს პატრიარქის მკურნალი ექიმი, მარტინ შტრიკი.