მთავარისიახლეებიპოლიტიკამილიონერები პარლამენტში, მთავრობასა და ... ოპოზიციაშიც ,,ზიან''

მილიონერები პარლამენტში, მთავრობასა და … ოპოზიციაშიც ,,ზიან”

Published on

მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია, მინისტრთა კაბინეტში კი, დეკლარაციების მიხედვით, 6 მილიონერი მინისტრია.- ინფორმაციას ამის შესახებ  მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ და პოლიტიკურiიპარტია „ახალი საქართველო“  თავისი  კვლევის შედეგების საფუძველზე.  
 
სოფო მუზაშვილის ("მედიატორი") განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების 35%, ანუ, ყოველი მესამე დეკლარირებული მილიონერია, ანუ მათი უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1. შოთა შალელაშვილი – 34. 907.760 ლარი
2. გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე – 13 მლ. ლარი ("ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ეს პირი გასამართლებულია საბიუჯეტო სახსრების მითვისებისთვის).
3. კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია – 12.414.270 ლარი
4. პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი -10 მილ. ლარი
5. ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი – 7.672.000 ლარი
რაც შეეხება მოქმედი მთავრობის მინისტრებს:
კახა კალაძე – 36.604.500 ლარი
ტარიელ ხეჩიკაშვილი – 11.253.000 ლარი
ქეთევან ციხელაშვილი – 9.748.000 ლარი
გიორგი გახარია – 5.019.000 ლარი
ზურაბ ალავიძე – 2.442.000 ლარი
დიმიტრი ქუმსიშვილი – 1.965.000 ლარი. 
საინტერესოა, რომ კვლევაში მოხვდნენ დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდანაც: „პატრიოტთა ალიანსის “ დეპუტატი ნატო ჩხეიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე დეკლარირებული მილიონერები არიან:
ნატო ჩხეიძე – 51.039.798 ლარი
კობა ნაყოფია – 8.033.500 ლარი
სერგო რატიანი – 1.560.900 ლარი
აკაკი ბობოხიძე – 1.219.450 ლარი.
თუ ეს თეთრი ბიზნესსაქმიანობის შედეგია, გასაგებია და მისაღები , მაგრამ…
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ,,კობა ნაყოფია ყველამ ვიცოდით და სერგო რატიანი, კაკო ბობოხიძე, ვერ გევიგე?''

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...