საქართველოს ყველაზე მძლავრი ენგურის ჰიდროელექტროსადგური 18 თებერვალიდან დროებით გაჩერდა. ელექტროსადგური დაახლოებით 2 კვირით გაჩერდება რა პერიოდშიც მოხდება სადერივაციო გვირაბის დათვალიერება და იმ სამუშაოების დაგეგმვა, რაც 2018 წელს განხორციელდება. მომავალ წელს სარემონტო სამუშაოებისთვის ენგუჰესი 4 თვით გაჩერდება.ენგურჰესის გენერალური დირექტორის ლევან მებონიას თქმით, აფხაზეთის ელექტრომომარაგებას ელექტროსადგურის გაჩერების პერიოდში, როგორც საქართველო, ასევე რუსეთი უზრუნველყოფს.რაც შეეხება მომავალი წლისთვის დაგეგმილ რეაბილიტაციას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ამ პროექტის მიმართ ე.წ. ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოაცხადა.მსურველებს განაცხადის შეტანა 1 მარტამდე შეუძლიათ.