11 წლიანი პატიმრობის შემდეგ თელასის ფინანსური დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა. გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია 15 წლის წინ მომხდარი მკვლეობისთვის იხდიდნენ სასჯელს.„მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიებით და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დასრულდა 11 წლიანი უკანონო პატიმრობა, რომლის საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი,“ – განაცხადა გვიჩიანმა.გვიჩიანი აცხადებს, რომ დეტალებზე უახლოეს პერიოდში ისაუბრებს და მზად არის ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, მათ შორის დაზარალებულის ოჯახის წევრების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც აცხადებენ, რომ გვიჩიანის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობდა.„ეს არის სრულიად უსაფუძვლო განცხადებები, არ ეფუძნება არაფერს და უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ იმიტომ, რომ ახლა ვერ მოესწრება. იყო ორი დაპატიმრება ჩემი, პირველი დაპატიმრება იყო სამ დღიანი, ხოლო მეორედ სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს. მეორე დაპატიმრება არის პირველის გაგრძელება. პირველმა გამოიწვია შედეგად მეორე და მეორე დაპატიმრება განხორციელდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის არასწორი გამოძიების გადასაფარად,“ – აცხადებს გია გვიჩიანი.შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ლომინაძის მკვლელობის საქმის გადახედვის გადაწყვეტილება გასული წლის ნოემბერში მიიღო.
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...