მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი: ამ შემთხვევაში ანდაზა „ძალა აღმართს ხნავს“ ხელისუფლების სასარგებლოდ არ მუშაობს....

ზაალ უდუმაშვილი: ამ შემთხვევაში ანდაზა „ძალა აღმართს ხნავს“ ხელისუფლების სასარგებლოდ არ მუშაობს. ეს ხალხის ძალა ხნავს აღმართს და მას წინ ვერაფერი დაუდგება

Published on

ამ წუთიდან „რუსთავი 2“ ისევ ჩაირთო, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არხი არასდროს უნდა გამოირთოს, – ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2 – ის გენერალური მდივნის მოადგილემ  ზაალ უდუმაშვილმა „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
„თქვენ რომ გიყურებთ ასე ერთად შეკრებილებს, დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2“-ს და ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე აღარ ემუქრება. ორი წელია უკვე გაუსაძლის გარემოში გვიწევს მუშაობა, ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან, თუმცა ყველაფერს თავისი ზღვარი აქვსდღეს ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას. მერწმუნეთ,  „რუსთავი 2“ თუ დაეცა, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ტელევიზიის დაცემა, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ თითოეული ჩვენგანის ოჯახებში შემოვლენ, რასაც უნდა გააკეთებენ და ამ ქვეყანაში სივრცე აღარ იქნება, რომ თქვენი პრობლემები გააუშოქოს“, – განაცხადა უდუმაშვილმა. 
 
ვაფრთხილებ ხელისუფლებას –  დიახ სახელმწიფო მანქანა ძლიერია, დიახ, სახელმწიფო მანქანასთან ბრძოლა ძალიან ძნელია. მაგრამ შეიძლება ხელისუფლებამ თავისი სისტემით დაჩაგროს ადამიანების ჯგუფი, შეუძლია გათიშოს და დაჩაგროს ადამიანები, მაგრამ ამ შემთხვევაში ანდაზა „ძალა აღმართს ხნავს“ ხელისუფლების სასარგებლოდ არ მუშაობს. ეს ძალა ( ხალხის ძალა)  ხნავს აღმართს და ამ ძალას წინ ვერაფერი დაუდგება“,
 
მსურს მივმართო იმ მოსამართლეებს, რომლებიც დღემდე მედგრად დგანან, ძალიან ცოტა დარჩა ბატონებო ამ ყველაფრის დასასრულამდე, მოგიწოდებთ იყავით მხნედ, იღებთ გადაწყვეტილებას არა დღევანდელი დღისთვის, არამედ ამ ქვეყნის მომავლისთვის და თქვენი შვილებისთვის. გადაწყვეტილებას იმაზე, როგორ ქვეყანაში უნდა გაიზარდონ თქვენი შვილები და მე მგონი, დღეს არც ერთ მოსამართლეს არ სურს, მათი გვარები დადგეს ნაზღაიძის და ურთმელიძის გვარების გვერდით
 
იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა გაიმარჯვებს, ვინაიდან სიმართლეს წინ ვერაფერი დაუდგება – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...