მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თავისუფალმა დემოკრატებმა'' თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე აირჩიეს, ირაკლი ალასანიამ ბიზნეს სფეროში გადაინაცვლა

,,თავისუფალმა დემოკრატებმა” თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე აირჩიეს, ირაკლი ალასანიამ ბიზნეს სფეროში გადაინაცვლა

Published on

დღეს პარტია “თავისუფალი დემოკრატების'' რიგგარეშე ყრილობაზე პარტის თავმჯდომარედ  ერთხმად აირჩიეს შალვა შავგულიძე. 
 
მისი  კანდიდატურა დელეგატებს პარტიის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა. 
 
შალვა შავგულიძემ სიტყვით გამოსვლისას “თავისუფალი დემოკრატების” 8-წლიან ისტორიაზე ისაუბრა და დეტალურად განმარტა მიზეზები, თუ რატომ არის დღეს პარტია ხელისუფლების ოპოზიციაში. მისი   შეფასებით, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ხელისუფლების უზურპაციის გზას დაადგა და ცდილობს ყველა სახელმწიფო უწყებაზე კონტროლის დამყარებას. მეტიც,  სახელისუფლებო პარტია ამ სურვილსაც გასცდა და მედიის გაკონტროლებას ცდილობს.
 
“ჩვენთვის არასდროს ყოფილა წამყვანი თანამდებობები და რეგალიები. ჩვენთვის მთავარია ქვეყნის დემოკრატიული, სამართლიანი განვითარება და ამ მიზნისთვის ბრძოლა”, – მიმართა შავგულიძემ პარტიის წევრებს.
 
რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ ლიდერს ირაკლი ალასანიას, რომელიც დღეს ყრილობაზე იმყოფებოდა,  იგი, მისივე თქმით,  პარტიის რიგით წევრად რჩება და საქმიანობას ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში განაგრძობს, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობის შემდეგ განუცხადა. 
 
ალასანიას შეფასებით, პარტიამ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, ყველაზე ვაჟკაცი და კომპეტენტური ადამიანი აირჩია თავმჯდომარედ. „ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არ იყო მომენტი, რომ შალვა შავგულიძეს პარტიასთან ერთად სწორი პოზიცია არ დაეკავებინა. შავგულიძე ის კაცია, რომელიც გაუძღვება პარტიას შემდგომ არევნებში. დარწმუნებული ვარ, მართლაც მოვა დრო, როცა პარლამენტი გახდება მრავალპარტიული, შევცვლით საარჩევნო სისტემას და ქვეყანაში საპარლამენტო მრავალპარტიულობას დავაბრუნებთ”, – განაცხადა ალასანიამ 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...