სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -მა მაუწყებლობა განაახლა. არხი ეთერში რუსთავი 2 -ის მხარდასაჭერი აქციის პირდაპირი ტრანსლაციით დაბრუნდა. რუსთავი 2 -თან ერთად მაუწყებლობა განაახლა „მარაო-რუსთავი 2“ -მა და „კომედი არხმა“, ამუშავდა ტელეკომპანიის მთავარი ვებ-გვერდიც.
შეგახსენებთ, რომ პროტესტის ნიშნად 17 თებერვალს, 23:40 რუსთავი 2 -მა მაუწყებლობა გათიშა. იმავე საღამოს არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ და მთავარი საინფორმაციო გამოშვების „კურიერის“ ერთ-ერთმა წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა დააანონსა, რომ ტელეკომპანიის მიმართ მიმდინარე პროცესებს კვირას, პარლამენტის წინ გააპროტესტებდნენ.