მთავარისიახლეებიპოლიტიკა„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია დასრულდა. პირველი შეფასებები. პირველი კომენტარები.

„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია დასრულდა. პირველი შეფასებები. პირველი კომენტარები.

Published on

რუსთაველის გამზირზე „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ტელეკომპანიის თანამშრომლებმა. მათ შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
 
„დიდი მადლობა ჩვენი და ამ ქვეყნის მხარდაჭერისთვის. მე იმედს ვიტოვებ, რომ აქ აღარ მოგვიწევს ისევ შეკრება სიტყვის თავისუფლების დასაცავად. დანარჩენი სასამართლოზეა. მადლობა თქვენ, ხალხნო, თქვენ ხართ, ვისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ“, – მიმართა აქციის მონაწილეებს „კურიერის“ წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა. 
 
უკვე კეთდება პირველი კომენტარები დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით.
 
რუსთავი 2 – ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:  “მე არ ვიცი დღევანდელი აქციისგან რა გზავნილი მიიღო ხელისუფლებამ, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. ჩვენ არ შევეგუებით და არ დავუშვებთ უსამართლობას. “რუსთავი 2” აღარ გაჩერდება და ჩვენ კვლავინდებურად ვიქნებით ხალხისა და ქვეყნის სადარაჯოზე. ყველაფერი გაკეთდება, რომ უსამართლობა არ განმეორდეს.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე განცხადებით, “რუსთავი 2” მხარს უჭერს ყველა იმ პარტიასა თუ ადამიანს, რომელიც პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და მიისწრაფვის ევროპისკენ.

 
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დღეს პოლიტიკოსების ჩარევის გარეშე, საზოგადოებამ მკაფიო გზავნილი გააგზავნა:
„დღევანდელი დღე არის ერთის მხრივ მკაფიო სიგნალის გაგზავნა, მაშინ, როდესაც ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ელემენტარულს ითხოვს ეს ხალხი, ივანიშვილმა ყველა და ყველაფერი არ იყიდოს ამ ქვეყანაში. არ იყიდოს ოპოზიციური პარტიები, თავისუფალი მედიის გარანტი არის რუსთავი 2, ის არის არა მხოლოდ სიტყვისა და თავისუფალი მედიის გარანტი, არამედ დემოკრატიული და სამოქალაქო პროცესების გარანტი. ივანიშვილს აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ გავლენა შეინარჩუნოს ყველა პოლიტიკურ სპექტრზე, დღეს მანაც დაინახა მკაფიოდ, რომ ყველაფერი არ გაუვა, ყველაფერი არ იყიდება. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ჩამოკიდებული არაფორმალურ მმართველზე, ეს არის მტავარი გზავნილი საზოგადოებისგან. ყველაფერი უკან მოგვრჩება, თუ რუსთავი 2 ქვეყანაში აღარ იარსებებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...