ვარდების მოედანზე შეკრებილი სიტყვის თავისუფლების ათასობით მხარდამჭერი საპროტესტო მარშით დაიძრა პარლამენტის შენობისაკენ, სადაც სადაც რამდენიმე ხანში დაიწყება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ ორგანიზებული აქცია. პარლამენტის შენობასთან უკვე დამონტაჟებულია სპეციალური სცენა, სადიდანაც აქციის მონაწილეებს სიტყვით, "რუსთავი2"-ის თანამშრომლები მიმართავენ.
ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო სექტორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შეუერთდება.
რუსთაველის გამზირზე მსვლელობის მონაწილეებს ტაშითა და შეძახილებით ეგებებიან აქ მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან და ობიექტებიდან გამოსული მოქალაქეები, მათი დიდი ნაწილი მსვლელობას უერთდება. მსვლელობის მონაწილეებს უჭირავთ ტრანსპარანტები ,, ხელები შორს რუსთავი 2 – ისგან!'', ,, რუსთავი 2 ჩემია!'' , თავისუფალი მედია – ტავისუფალი მომავალი!'' ,, გადადგეს მთავრობა!'', ,,საქართველო რუსი ოლიგარქის გარეშე!'', ,, თავისუფლება პოლიტპატიმრებს!'' ისმის შეძახილები: ,,სა-ქა- რ-თვე-ლო! სა-ქა-რთვე-ლო! ''
მსვლელობის მონაწილეები აპროტესტებენ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს და ხელისფლების პოლიტიკას, ისინი აცხადებენ, რომ ბოლომდე დაიცავენ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას.
„დღევანდელი აქცია კიდევ ერთხელ იქნება დასტური იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი არ მისცემს უფლებას ივანიშვილს, რომ ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2, გადაუაროს და თავსდაესხას ფუნდამენტურ ღირებულებას, როგორიც არის გამოხატვის თავისუფლება, ქართველი ხალხი არის და საქართველოს მოქალაქეები არიან გამოხატვის თავისუფლებისა და სახელმწიფოს სადარაჯოზე და არავინ არ მისცემს ივანიშვილს უფლებას იმისა, რომ ამ ხალხის წინააღმდეგ წავიდეს“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, მოსახლეობა დღეს არა მხოლოდ რუსთავი 2-ის არამედ მედიას და თავისფალ სიტყვას იცავს.
„დღეს ჩვენ არა მხოლოდ რუსთავი 2-ს არამედ მედიის ნებისმიერ წარმამოდგენელს ვიცავთ იქნება ეს გაზეთი სააგენტო თუ სხვა რადგან თუ რუსთავი 2 დამარცხდა მთელს ქვეყანაში გაჩნდება განცდა, რომ რუსთავი 2-ს თუ მოერია ხელისფლება რა მოუვა შედარებით სუსტებს ჩვენ არავის დავანებებთ ფეხქვეშ გათელოს ჩვენი უფლებები რუსთავი 2 ბოლო ბასტიონია. ხელისუფლებამ დამორჩილებული მაუწყებლობაც კი ვერ აიტანა ეს უკიდურესი მდგომარეობაა“- განაცხადა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე რომან გოცირიძემ.