მთავარისიახლეებისაზოგადოებარესპუბლიკელები: რუსთავი 2 ემუქრება საფრთხე და ბუნებრივია, ჩვენ მის გვერდით ვართ

რესპუბლიკელები: რუსთავი 2 ემუქრება საფრთხე და ბუნებრივია, ჩვენ მის გვერდით ვართ

Published on

სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, რუსთავი 2–ის მხარდამჭერ აქციაზე მედიის თავისუფლების დასაცავად იმყოფებიან რესპუბლიკური პარტიის წევრები. პარტიის თავმჯდომარემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მუდამ იქ დგას, სადაც მედიას სჭირდება დაცვა: "ჩვენ ყოველთვის ვიცავდით იმას, რის გამოც დღეს აქ ვართ – ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება. დღეს რუსთავი 2–ია დასაცავი. რამდენიმე წლის წინ იმედი იყო დასაცავი და იქაც ვიყავით. საზოგადოებრივი მაუწყებელია დასაცავი და ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით. ზოგადად, უნდა შეწყდეს მედიაზე ხელისუფლების კონტროლი. დღეს არაკონტროლირებადი არის რუსთავი 2, მას ემუქრება საფრთხე და ბუნებრივია, ჩვენ მის გვერდით ვართ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და იარსებოს ისე, როგორც არსებობს". აქციაზე იმყოფება რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი წევრი თამარ კორძაია: "მე ამ შემთხვევაში ვიცავ გამოხატვის თავისუფლებას. დღეს ტვ იბერიაზე ვუყურე სიუჟეტს, სადაც იბერიის თანამშრომლები იხსენებდნენ, როგორ დახურეს ტელეკომპანია და დღეს მისი მესაკუთრე ამბობს, რომ დაცულია გამოხატვის თავისუფლება. მაშინ რუსთავი 2 თვლიდა, რომ დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება. მე აქ იმიტომ ვარ, რომ არ მინდა ჩემს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებაზე იყო დამოკიდებული კონკრეტული მედიასაშუალების გამოხატვის თავისუფლება იქნება თუ არა დაცული. ხელისუფლების ცვლილებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ ვარ აქ. მაშინ იბერიას ვიცავდით, დღეს რუსთავი 2–ს და ხვალ იმედს რომ გაუჭირდეს, მასაც დავიცავთ".

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...