მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამიამ მოუწოდა მოსამართლეებს ,,არ გაჰყვნენ ივანიშვილის გზას, რომელიც არის ბარაბას გზა...

ნიკა გვარამიამ მოუწოდა მოსამართლეებს ,,არ გაჰყვნენ ივანიშვილის გზას, რომელიც არის ბარაბას გზა ”

Published on

ნიკა გვარამიამ მოუწოდა მოსამართლეებს, არ გაჰყვნენ ივანიშვილის გზას, ”რომელიც არის ბარაბას გზა და გაჰყვნენ მარო მაყაშვილის გზას”
 
.,,ჩვენ მოვითხოვთ  სამართლიანობას უზენაესი სასამართლოსგან.  – უზენაესმა სასამართლომ არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება უნდა დაიცვას, არამედ უნდა შობოს დამოუკიდებელი სასამართლო ამ ქვეყანაში. ბოლოს და ბოლოს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ის, რაც ვერასდროს მოხდა ამ ქვეყანაში ისტორიულად. დღეს შეიძლება ეს მოხდეს. 
ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას, ნუ გაჰყვებით ურთმელიძეს, ნუ გაჰყვებით ნაზღაიძეს, ნუ გაჰყვებით ყველა მექრთამესა და ნაძირალას. გაჰყევით მარო მაყაშვილის გზას, გაჰყევით ქრისტეს გზას და თქვენი შვილები დაგიფასებენ პირველ რიგში. თქვენ შეხვალთ თქვენი ქვეყნის ისტორიაში. არასდროს არ იდგებით მეორედ ასეთი მარტივი არჩევანის წინაშე – ჩაწეროთ თქვენი თავი ქვეყნის ისტორიაში ან ოქროს ასოებით, ან ჩაწეროთ ქვეყნის ისტორიაში თქვენი სახელი შავი ასოებით, სამარცხვინო სვეტზე გააკრათ თქვენი თავებიც, ოჯახებიც და მთელი თქვენი შთამომავლობა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ  . ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას .. 
 

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...