მთავარისიახლეებიპოლიტიკამამა მიქაელ ბოტკოველი ფიქრობს, რომ პარტიარქის სიტყვები ვიღაცამ თავის სასარგებლოდ დაამონტაჟა

მამა მიქაელ ბოტკოველი ფიქრობს, რომ პარტიარქის სიტყვები ვიღაცამ თავის სასარგებლოდ დაამონტაჟა

Published on

პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა 16 თებერვალს გავრცელებულ ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს„ამ წუთში ვერაფერს ვერ გეტყვით, სანამ დელეგაცია არ დაბრუნდება და არ შევიტყობთ, ვინ მოახდინა ამ ჩანაწერის მონტაჟი. რატომ მოხდა ისე, რომ ვიღაც, ყოველ შემთხვევაში, ალბათ, მისი ინტერესების სასარგებლოდ, ასეთი დამონტაჟებული გამოუშვა ეს ფირი იქედან. ჩვენ დავინტერესდებით სერიოზულად, ვინ იმყოფებოდა იმ დროს იქ და ვინ ცდილობდა, რომ პატრიარქის ნათქვამი სიტყვები აქ ასეთი მონტაჟით შემოსულიყო და საჯარო სივრცეში ასე გავრცელებულიყო“, – აღნიშნა დეკანოზმა.მისივე თქმით, პატრიარქის მიერ ნათქვამი რამდენიმე წინადადება, რომელიც სოციალური ქსელით 16 თებერვალს გავრცელებულ ვიდეოში არ არის, ცვლის კონტექსტს.„პატრიარქის მიერ ნათქვამი რამდენიმე წინადადება ცვლის კონტექსტს და როგორც ჩანს, უწმინდესს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა. ის რაც პროკურატურამ გაავრცელა, რაშია საქმე, რატომ მოხდა ასე. როგორც ჩანს, როდესაც დაბრუნდებიან ეს საკითხი ძალიან სერიოზული დისკუსიის საგანი გახდება“, – განაცხადა მამა მიქაელმა. ტელეკომპანია „ობიექტივმა“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 16 თებერვლის მიმართვის სრული ვერსია გაავრცელა, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, თვითონ მოიპოვეს. მათივე განცხადებით, 16 თებერვალს მედიით გავრცელებული პატრიარქის ვიდეომიმართვა დამონტაჟებულია. გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, პატრიარქი ასევე, ყურადღებას ამახვილებს დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებებზე. ილია მეორის პირველი მიმართვიდან, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გვერდზე გავრცელდა, ამოჭრილია შემდეგი ნაწილი: „რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან – მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს? – ამბობს პატრიარქი.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...