მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი გაბუნია: დღეს რუსთაველის გამზირზე წყდება ქვეყნის ბედი

გიორგი გაბუნია: დღეს რუსთაველის გამზირზე წყდება ქვეყნის ბედი

Published on

ხელისუფლება დიდი ხანია გვებრძვის ყველანაირი მეთოდებით და მზად არის ”რუსთავი 2”- ს გადააყოლოს დამოუკიდებელი სასამართლოც, – ამის შესახებ ”რუსთავი 2”-ის გადაცემების ”არჩევანისა” და P.S. – ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსთაველის გამზირზე, ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, დღეს რუსთაველის გამზირზე წყდება ქვეყნის ბედი. 

”ჩვენ შევიკრიბეთ ერთად, რომ ერთხმად ვუთხრათ ხელისუფლებას – დღეს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული საქართველოს ბედი და ბრძოლა არის ”რუსთავი 2”-ს მოედანზე. ხელისუფლება დიდი ხანია გვებრძვის ყველანაირი მეთოდებით, არაფერზე არ იხევს უკან და მზად არის ”რუსთავი 2”- ს გადააყოლოს დამოუკიდებელი სასამართლოც. ხელისუფლება ვერ ან არ ხვდება, რომ ის ამ ომიდან, ამ ბრძოლიდან ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხებული გამოვა. ის ან დამარცხდება უზენაეს სასამართლოში, ან ხელში ჩაიგდებს ”რუსთავი 2”- ს და დამარცხდება საქართველოსთან, მთელ ქვეყანასთან ერთად, იმიტომ, რომ ეს იქნება ჩვენი დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნის დასასრული. მაგრამ, ჩვენც არც კი განვიხილავთ ამ ვერსიას, არც კი განვიხილავთ იმ ვერსიას, რომელიც თითქმის ორი დღის განმავლობაში იყო ეკრანზე და რაც ძალიან უნდა ხელისუფლებას, რომ ”რუსთავი 2”- ის ეკრანი იყოს ასეთი შავ-თეთრი. 

წელიწადნახევარია უმძიმესი ზეწოლის ქვეშ გვიწევს მუშაობა, მაგრამ ეს ყველაფერი ბევრად უფრო ადრე დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც ხელისუფლებაში სულ ახალი მოსული იყო ”ქართული ოცნება” და როდესაც დაააკავა ჩვენი გენერალური დირექტორი. იმ წუთიდან მოყოლებული უდიდესი ტვირთი გვადევს მხრებზე, მაგრამ მაინც ვმუშაობთ ისე, რომ ხარისხი არ დაგვიგდია”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...