მთავარისიახლეებიპოლიტიკადიანა ჯოჯუა: ევროპული არჩევანი, რომლითაც ხელისუფლება იწონებს თავს, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია

დიანა ჯოჯუა: ევროპული არჩევანი, რომლითაც ხელისუფლება იწონებს თავს, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია

Published on

 დადგა დრო, როდესაც გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას საზოგადოებამ – ამის შესახებ ”კურიერის” წამყვანმა, დიანა ჯოჯუამ რუსთაველის გამზირზე, ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
 
მისივე თქმით, ევროპული არჩევანი, რომლითაც ხელისუფლება იწონებს თავს, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. ”უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რა იქნება ხვალ – გავიღვიძებთ სახელმწიფოში, რომელსაც სურს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება თუ იმ სახელმწიფოში, სადაც ავტოკრატია იქნება გამეფებული. 
 
ევროპული არჩევანი, რომლითაც ხელისუფლება იწონებს თავს, ამ დროისთვის, სამწუხაროდ, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, რადგან ევროპული არჩევანი უპირველეს ყოვლისა გულისხმობს მაღალ ხარისხს, რომელიც მედიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია. 
 
ჩვენ შეჩვეულები ვართ ბრძოლას, ვიბრძვით ძალიან დიდი ხანია და არ დავიღლებით, მაგრამ დადგა დრო, როდესაც გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას საზოგადოებამ. ჩვენს ერთიანობაზე იქნება დამოკიდებული, გარისკავს თუ არა ხელისუფლება, დაადუმოს ”რუსთავი 2”,- განაცხადა დიანა ჯოჯუამ. 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...