მთავარისიახლეებისაზოგადოება,,დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალი''- ემიგრანტების მიმართვა საპროტესტო აქციის...

,,დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალი”- ემიგრანტების მიმართვა საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი

Published on

ერთიანი ეროვნული ემიგრაცია აქვეყნებს მიმართვას  საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი. 

 ,,ჩვენ, ემიგრანტები,  სამშობლოდან სიშორის გამო განსაკუთრებით მტკივნეულად განვიცდით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამიტომ მყარად და ერთსულოვნად ვდგავართ ქვეყნისა და ხალხის მხარდასაჭერად.- ნათქვამია მიმართვაში – ჩვენ აღშფოთებას გამოვთქვამთ ქვეყანაში შექმნილი არაჯანსაღი პოლიტიკური, სოციალურ-ეკომომიკური თუ კრიმინოგენული სიტუაცის გამო, სადაც არ არის დაცული ადამიანის თავისუფლება და ღვთით მინიჭებული სიცოცხლის უფლება. 
 ბიძინა ივანიშილის არაფორმალური მმართველობის გამო ქვეყანაში დამკვიდრდა ტოტალიტარული რეჟიმი, რომელსაც მსოფლილოში ანალოგი არ გააჩნია.  მართველობის ეს ფორმა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას და კუთვნილი ადგილის დამკვიდრებას ცივილიზებულ სამყაროში. 
დღეს საქართველოში შექმნილი სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ გაჩუმება ღალატის ტოლფასია. 
გვინდა სრული სოლიდარობა გამოვხატოთ რუსთავი 2-ის, მისი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და თითოეული თანამშრომელის მიმართ, რომლებიც თავდაუზოგავად და ზოგჯერ რისკის ფასადაც დგანან ქვეყნისა და თავისუფალი სიტყვის  სადარაჯოზე. რუსთავი 2-ის დაცვა და ამ ბრძოლაში ხალხის გამარჯვება ხელს შეუწობს სხვა მედია საშუალებების სახელმწიფო წნეხისგან განთავისუფლებას, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რათა სრულიად გაანადგურონ ქართული სახელმწიფოებრიობა. 
ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ თავისუფალი სიტყვა არის ის მთავარი ღირებულება, რომელიც ყველას გვაერთიანებს განურჩევლად ჩვენი სოციალური, ეთნიკური თუ პოლიტიკური მრწამსისა.
ასევე, სოლიდარობას ვუცხადებთ და მოვითხოვთ უპირობოდ განთავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. შეწყდნეს პოლიტიკური მოტივებით მოსახლეობის დევნა…
სწორედ ამ მიზნით  ჩვენ გავავრცელეთ ონლაინ პეტიცია. გროვდება ხელმოწერები ქვეყნიდან დევნილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით და თითოეულ მოქალაქეს პოლიტიკური მწამსის მიუხედავად  მოგიწოდებთ ამოგვიდგეთ მხარში. უნდა აღსდგეს დამოუკიდებელი, ხელისუფლების წნეხიდან თავისუფალი სასამართლო. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს  ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნა!
იმედი გვაქვს, ჩვენი ერთად დგომითა და შეუპოვარი ბრძოლით  შევძლებთ  დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და  შვილების მომავალი.''-  ნათქვამია ემიგრანტების მიმართვაში

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...