მთავარისიახლეებისაზოგადოებაჟურნალისტი ელისო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახსა და ახლობლებს ადვოკატის შეცვლას ურჩევს

ჟურნალისტი ელისო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახსა და ახლობლებს ადვოკატის შეცვლას ურჩევს

Published on

ჟურნალისტი ელისო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახსა და ახლობლებს ადვოკატის შეცვლას თხოვს.
 
,,შეუცვალეთ მას ადვოკატი !!!
ადვოკატის ანაზღაურებას ჩვენ ვუზრუნველყოფთ-ანგარიშს გავხსნით და თანხას შევაგროვებთ.
შეცვალეთ ადვოკატი !!!! –  წერს იგი თავისი ფეისბუქგვერდზე.
 
ელისო კილაძე ახმოვანებს ადვოკატ გიორგი ფანცულაიას დღევანდელი განცხადებით უკმაყოფილო ადამიანების პოზიციას.
 
„მამა გიორგის ინტერესებიდან გამოვდივარ, რომ ამ საკითხის პოლიტიკიდან დისტანცირება მაქსიმალურად მოხდეს. ერთადერთი რამ მაინტერესებს, მისი უდანაშაულობა გაირკვეს და ის, თუ ვინ მოუწყო ეს. სოციალურ ქსელებს გადახედეთ, თუ როგორი შეფასება კეთდება. მოვუწოდებ ყველას, ეს ჭაობი დაამთავრეთ და პროფესია პოლიტიკაში ნუ გერევათ. მე ვარ იურისტი, მამა გიორგის ინტერესების დამცველი და თითოეულ სიტყვას, რასაც ვამბობ, მამა გიორგისთან შეთანხმებული მაქვს. თქვენი პოლიტიკა თქვენთვის შეინახეთ", – განაცხადა დღეს გიორგი ფანცულაიამ ჩაფიძის კარდიოლოგიურ ცენტრში, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა.
 
მისი თქმით, იგი  არ აპირებს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმით პოლიტიკური კარიერის გაკეთებას , პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, მამა გიორგის საქმე პოლიტიკისგან დისტანცირებული იყოს. 
 
მინდა ადრესატებმა გაიგონ, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ, საადვოკატო საქმიანობა პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს. მხოლოდ პროფესიულ, იურიდიულ განცხადებებს ვაკეთებ და იმ ტერმინოლოგიით არ ვსაუბრობ, ვისაც პოლიტიკური ქულების ჩაწერა უნდა. ნურას უკაცრავად! თავიანთი სიტყვები თავისთვის შეინახონ“, – განაცხადა გიორგი მამალაძემ. 
 
რატომ აშინებს ადვოკატს დეკანოზ გირგი მამალაძის საქმის ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი და ჯანსაღი ინტერესი – გაირკვეს სიმართლე, ძნელი მისახვედრი არ არის.  მიხვდება თუ არა ამას გიორგი მამალაძის ოჯახი უახლოეს ხანებში ვნახავთ. 
 
 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...