პატრიარქის ვიდეომიმართვა დამონტაჟბულია. მიმართვა ორ ნაწილად გაყოფილი სახითგავრცელდა და მასსი ამორებული იყო მნიშვნელოვანი ფრაზა : „რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?" – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ავრცელებენ.
,,ვინ გვიპასუხებს რატომ მოხდა ეს? – სვამს კითხვას ჟურნალისტი.
პირველი არხის ვებგვერდზე ილია მეორის ვიდეომიმართვის სრული ტექსტიცაა მოყვანილი:
„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა , გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია, ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ.
მე ასევე, მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან.
მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს? მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება“.