მთავარისიახლეებიპოლიტიკარა უთხრა კლინიკაში მისულ ომბუდსმენს დეკანოზმა გიორგი მამალაძემ

რა უთხრა კლინიკაში მისულ ომბუდსმენს დეკანოზმა გიორგი მამალაძემ

Published on

,,რასაც ყვება დეკანოზი, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ოფიციალურ ვერსიასთან, რაც პროკურატურის მხრიდან ვრცელდება''  – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა , რომელმაც ჩაფიძის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა. 
 
"პრობლემები არის დასაწყისიდანვე, როდესაც „ცალ კარში თამაში მიმდინარეობს“. დაცვას არ აქვს უფლება გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს და დაიცვას ბრალდებული მაშინ, როდესაც ყველა ჩართულ მხარეს ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნების საშუალება აქვს. ეს არის თავიდანვე პრობლემა, სხვას რომ თავი დავანებოთ – იმ ალოგიკურობას მთელ რიგ საკითხებში, რომელიც უკვე გამომჟღავნდა რამდენიმე დღის განმავლობაში", – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 
 
ომბუდსმენის განმარტებით, თვითონ გამოთქვა სურვილი დეკანოზის მონახულების, ვინაიდან სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმეს სწავლობს. უჩა ნანუაშვილის თქმით, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დეკანოზს რომ სტრესი განუვითარდეს და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას, გასაკვირი არ არის.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...