მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია დაკავებული დეკანოზის ოჯახს მიმართავს: მზად ვარ უსასყიდლოდ დავიცვა ...

ნიკა გვარამია დაკავებული დეკანოზის ოჯახს მიმართავს: მზად ვარ უსასყიდლოდ დავიცვა გიორგი მამალაძის ინტერესები

Published on

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საჯარო სტატუსით სთავაზობს დაკავებული დეკანოზის ოჯახს, უსასყიდლოდ დაიცვას გიორგი მამალაძის ინტერესები და გაასაჯაროოს "ნებისმიერი ინფორმაცია, რომელზეც ლეგიტიმური საჯარო ინტერესია და რომლის გასაჯაროებაც დეკანოზის ინტერესებშია." ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ დეკანოზის ადვოკატები თავიანთი დუმილით უხეშად არღვევენ დაკავებულის უფლებებს:
 
საკუთარი დუმილით, დეკანოზ მამალაძის ადვოკატები უხეშად არღვევენ მის უფლებებს. რაზეც არ უნდა ქონდეთ ხელი მოწერილი, უკანონოა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას არღვევს. 
დეკანოზის ოჯახს მივმართავ – მე ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი  საერთო (ანუ, მათ შორის, სისხლის სამართლის) სპეციალიზაციით. მზად ვარ უსასყიდლოდ დავიცვა დეკანოზის უფლებები და უკანონო გაფრთხილებების მიუხედავად, საკუთარი რისკითა და პასუხისმგებლობით, გავასაჯაროო ნებისმიერი ინფორმაცია, რომელზეც ლეგიტიმური საჯარო ინტერესია და რომლის გასაჯაროებაც დეკანოზის ინტერესებშია. დამიკავშირდით", – წერს ნიკა გვარამია.

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...