მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მამა გიორგის გულის ოპერაცია აქვს გადატანილი, ორჯერ ჰქონდა კლინიკური სიკვდილი ''- აცხადებენ...

,,მამა გიორგის გულის ოპერაცია აქვს გადატანილი, ორჯერ ჰქონდა კლინიკური სიკვდილი ”- აცხადებენ მისი ახლობლები

Published on

მამა გიორგის გულის ოპერაცია აქვს გადატანილი, ორჯერ ჰქონდა კლინიკური სიკვდილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა  დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარმა მარიამ ტარიელაძემ, რომელიც ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში იმყოფება. 
 
"3 წლის წინ ჰქონდა შემთხვევა, როცა გული გაუჩერდა. მისი გადარჩენა შეძლეს ექიმებმა. მეორედ, დიაგნოსტიკის ტესტირების დროს გაუჩერა გული და გაუკეთეს სტენდირება. ოპერაციის შემდეგადაც რამდენჯერმე იყო ისე, რომ რეანიმაციულ განყოფლებაში მოხვდა და არ არის გასაკვირი, რომ ამ ემოციისა და სტრესული მდგომარეობის შემდეგ ისევ  საავადმყოფოშია . ჩვენ არ ვიცით დეტალები, მედიით ვიგებთ ყველაფერს, – აღნიშნა მარიამ ტარიელაძემ. 
 
"ახლაც ჩაფიძის კლინიკაში ვიმყოფებით , მამაოს მდგომარეობა სტაბილურია. ნუ ავრცელებთ ჭორებს, თითქოს თავის მოკვლა სცადა! ღვთის წყალობით კარგად არის მამა გიორგი , როგორც ექიმებმა განაცხადეს, გულთან დაკავშირებილი პრობლემების გამო გახდა მისი გადმოყვანა საჭირო. პ.ს. რამოდენიმე წუთის უკან ავტომატებითაც შემოვიდნენ ბადრაგის თანამშრომლები ნიღბებით სავამდყოფოში და იმედია, მისი უსაფრთხოება ბოლომდე იქნება დაცული. მადლობა, ვინც აქ იყავით დღეს მოსულები", – წერს "ფეისბუქზე" დეკანოზის ახლობელი ოთო მამარდაშვილი. 
 
დეკანოზი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, დეკანოზი კლინიკაში სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით შეიყვანეს.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...