მთავარისიახლეებიპოლიტიკადაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში რჩება. მიოკარდუმის დაზიანება გამოირიცხა

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში რჩება. მიოკარდუმის დაზიანება გამოირიცხა

Published on

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე ჩაფიძის კარდიოლოგიურ  კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას დამატებითი გამოკვლევები უტარდება.
 
"16 საათია, რაც პაციენტი შემოსულია კლინიკაში, ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ტარდება აუცილებელი კვლევები, კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტის მიერ. ამჟამად გულის, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა მედიაში, გამოირიცხა, გრძელდება მკურნალობა და კვლევები პროტოკოლის მიხედვით, მათი უმეტესობა მოითხოვს დროს, ზოგი გამოკვლევა 24 საათის განმავლობაში გრძელდება , როცა ყველა მონაცემი გაანალიზდება, მას შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, მკურნალობის რა ფორმა სჭირდება" – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა.
 
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის გულის კლინიკაში გუშინ საღამოს, გონების დაკარგვის დიაგნოზით გადაიყვანეს.
 
პროკურატურამ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 
 
ორი დღის წინ, საქართველოს მთავარ პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა – პატრიარქის. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...