მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილი - ვისთვის მხსნელი და გმირი, ვისთვის - ქვეყანაში...

ბიძინა ივანიშვილი – ვისთვის მხსნელი და გმირი, ვისთვის – ქვეყანაში შექმნილი კრიზისის შემოქმედი

Published on

ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავენ.
 
მიმლოცველთა სულისკვეთებას მისთვის ჩვეული შეუვალობით  გამოხატავს  ლალი მოროშკინაც. 
,,ჩემთვის ის მხსნელია, ჩემთვის ის გმირია!!! მთელი ცხოვრება მემახსოვრება გადარჩენილი არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პატიმრები…ტერორი და კუთხე-კუთხე ჩურჩული…
ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს და მის ულამაზეს ოჯახს ერისკაცის დაბადების დღეს!
P.S. ხელი გაანძრიე ერო, გზა ხომ დაგანახეს?'' – წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.
 
იუბილარს და მის როლს ქვეყნის ცხოვრებაში მოროშკინასგან სრულიად განსხვავებული რაკურსით ხედავს საზოგადოების დიდი ნაწილი: 
თუნდაც მხოლოდ ბოლოდროინდელი მოვლენები: საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მმართველი გუნდის, ოპოზიციას, საერთაშორისო ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მუდმივი დავის ფონზე განიხილება, დავა სასამართლო სისტემის სამართლიანად ჩამოყალიბებისთვის, ხმაურიანი გამოსვლები, აქციები და უკიდურესი ვნებათაღელვა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეაბილიტაციის საკითხზე, თავისუფალი მედიის წინაშე აღმოცენებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევები და რუსთავი 2–ის საქმე, რომელიც თითქმის ყველა საერთაშორისო რეკომენდაციაში ხვდება, ეკლესიაში არსებული კრიზისი, გაურკვევლობა, კრიმინალი და დაპირისპირება პარალელურ რეჟიმში, მასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა და აპათიური ფონი, ლოკალური სოციალური აფეთქებები, უმუშევრობა და შრომის არასათანადო პირობები, დისკრედიტებული და დასუსტებული პოლიტიკური პარტიები, დამარცხებისთვის განწირული  პრეზიდენტის ინსტიტუტი  და ამ ყველაფრის ფონზე საგარეო ფაქტორები: აგრესიული და გაძლიერების გზაზე დამდგარი რუსეთი და რუსული ინტერესები –  ასეთია ,,ერისკაცის'' მმართველობის შედეგები.
 
დღეს რუსთავი -2 – ზე ვეღარ ვნახავთ  ხბოს აღტყინებით გაფოფრილ გურანდა გაბუნიას, რომელსაც ჩვენი დროის ლოპიანასთან ვახშმად ეძახიან –  რუსთავი 2 გათიშულია, მაგრამ:  
 
,,ბიძინა ივანიშვილო,  დაგეცა ტუზი, კვირის სამ საათამდე გააკეთე რაც გინდა, სადმე თუ ხე გაქვს შეგულიანებული გადარგე დროზე, ვინმე თუ გყავს მოსაგუდი, მოგუდე, რუსთთან რამე თუ გაქვს გასაფორმებელი გააფორმე, ერთი სიტყვით იყიდე და გაყიდე, ყველაფერი შენია კვირის სამ საათამდე. ჩვენ მაინც ვერაფერს გავიგებთ!'' – წერს ერთერთი ფეისბუქმომხმარებელი. 
 
რა მოხდება ხვალ? იუბილარი დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღებს საჩუქარს უკვე სერიოზულად გაჯავრებული საზოგადოებისაგან.
მედიის თავისუფლებას ვერავინ შეზღუდავს. რუსთავი 2 – იც, რომელიც    არ ჭირდება ოლიგარქს, მაგრამ ჭირდება ქვეყანას, თავისი სარედაქციო პოლიტიკით განაახლებს მაუწყებლობას.
 ეს მისი ვალიცაა და საზოგადოებისაც.
 
 

 
 
 
 

სიახლეები

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...