ზუგდიდის საგანმამათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი შეწყვეტილია „გრიგოლიშში, ოდიშის პირველში, რიყეში, ტყაიაში, ყულიშკარში, ჩხორიაში, ჭაქვინჯში, ჭკადუაშსა და ჯუმის საჯარო სკოლებში შექმნილი უამინდობის გამო შეჩერებულია სასწავლო პროცესი, ხოლო დანარჩენ სკოლებში ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს სწავლა, თუმცა სადაც გადაუღებლად თოვს, საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდა, რომ ბავშვებმა დროულად შესძლონ სახლში დაბრუნება. ქალაქის სკოლებში კი, შეუფერხებლად მიმდინარეობს მეცადინეობა“- განაცხადა კახაბერ ფარცვანიამ