მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ ყრის ხმებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პალატაში არ შეუშვეს? - ...

ვინ ყრის ხმებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პალატაში არ შეუშვეს? – შეხვედრა შედგა. პატრიარქმა ის სიხარულით მიიღო

Published on

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, რომელმაც გუშინ ბერლინში, პატრიარქის მოსანახულებლად მიხეილ სააკაშვილის ჩასვლის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა, გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ სააკაშვილი პატრიარქის პალატაში არ შეუშვეს, უარყოფს.
 
ჟურნალისტი "ფეისბუქში" წერს, რომ შეხვედრა შედგა და მიხეილ სააკაშვილისთვის პრობლემა არავის შეუქმნია, ხოლო პატრიარქმა ის სიხარულით მიიღო.
 
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა ბერლინში დედასთან ერთად განხილვის თემად იქცა საქართველოს ინტერნეტსივრცეში და ცალკეული ჯგუფები ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი პატრიარქთან შესახვედრად პალატაში არ შეუშვეს:
 
"ფეისბუქზე მივიღე უამრავი წერილი. ქალბატონო ქეთევან, ჩვენ ვიცით და დაგვიდასტურეთ, რომ სააკაშვილი პატრიარქთან არ შეუშვესო და პატრიარქმა გამოაგდოო. მე გიდასტურებთ სააკაშვილის პატრიარქთან შეხვედრას. ყოფილმა პრეზიდენტმა მოინახულა ილია მეორე დედასთან ერთად. არავის პრობლემა მისთვის არ შეუქმნია.
 
პატრიარქს აწვდიან ინფორმაციას სტუმრების შესახებ და ილია მეორე მათ იღებს. პალატასთან მყოფმა პირებმა გვითხრეს, რომ ილია მეორემ სიხარულით მიიღო სააკაშვილი და მათ ისაუბრეს.
 
კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ სააკაშვილმა კომენტარიც გააკეთა. როგორ დაგიდასტუროთ, რომ არ შეხვდა? ფოტო და ვიდეო მასალა იხ. პირველი არხის საიტზე ან ჩემს გვერდზე. მადლობა ყველას", – წერს ჟურნალისტი "ფეისბუქზე".

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...