უამინდობის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 22 სოფლის საბავშვო ბაღებში პრობლემები შეიქმნა.. მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით:“ჯერ კიდევ გუშინ დაიხურა 4 საბავშვო ბაღი,-ყულიშკარში, აბასთუმანში, ოდიშში და ჭკადუაშში. დღეს, კი არ განახლებულა სასწავლო პროცესი 22 საბავშვო ბაღში, შუქიც რომ არ იყოს, ჩვენი ბაღები უზრუნველყოფილია შეშით და სადილის მოსამზადებლად თხევადი გაზით, მაგრამ მშობლებმა, უამინდობის გამო, ვერ მიიყვანეს ბავშვები ბაღში».-განმარტა ციცანა თოლორაიამ.რაც შეეხება, ქალაქის საბავშვო ბაღებს, 17-ვე ბაღი მუშაობს : „ყველა ბაღში გვაქვს სითბო, სადაც შეშა სჭირდებათ, გვაქვს შეშა. სადაც ბუნებრივი აირია დამონტაჟებული, იქ გაზით თბებიან. მე მაქვს კავშირი ყველა ბაღის ხელმძღვანელთან. მათ ჩემთვის, ამ წუთამდე, პრობლემებით არ მოუმართავთ“- აცხადებს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელი ელისო ყალიჩავა
უამინდობის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 22 საბავშვო ბაღში ბავშვები არ გამოცხადნენ
Published on