მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს.  
 დაკითხვა გამოძიებისადმი უნდობლობის გამო, ნიკა გვარამიას მსგავსად, მამუკა ახვლედიანმაც მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.
საქმე ეხება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეს, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს.მამუკა ახვლედიანი გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ მას რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა რამდენჯერმე საჯარო ადგილზე ჰქონდა.
მამუკა ახვლედიანისთვის ასევე გაურკვეველია გავრცელებული ჩანაწერი ნამდვილად ნიკა გვარამიას ჩაწერილია თუ არა, რადგან საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თქმით, თუ აუდიო მასალა ნიკა გვარამიამ ჩაწერა, მისი ქრონომეტრაჟი არა ნახევარი საათი, არამედ დაახლოებით 2 საათი უნდა იყოს.

სიახლეები

კახა კალაძისთვის “ევროკავშირი ღირებულებებისგან დაცლილია”

კახა კალაძისთვის "ევროკავშირი ღირებულებებისგან დაცლილია". ამის შესახებ მან პირველების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. დედაქალაქის მერი...

ლვოვში უკრაინის ყოფილი პარლამენტის სპიკერი ანდრეი პარუბი მოკლეს

30 აგვისტოს ლვოვში უკრაინის ყოფილი პარლამენტის სპიკერი ანდრეი პარუბი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი...

ზელენსკი- ერთადერთი, ვისაც ომის გაგრძელება სურს, რუსეთია – მსოფლიოსგან მტკიცე პოზიციას ველით

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორ კვირის წინ მოსკოვს ვადა...

რა ხდება მოსკოვში, ბალაშიხაში, სადაც დიდი ქიმიური ქარხანა იწვის [ვიდეო]

მოსკოვში ცეცხლი გაჩნდა ბალაშიხას ქიმიურ ქარხანაში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში. ხანძრის კერა, სავარაუდოდ, საწყობში...