მთავარისიახლეებისაზოგადოება"მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან"-პატრიარქის...

“მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან”-პატრიარქის პირველი კომენტარი ბერლინიდან

Published on

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება და პირველ კომენტარს აკეთებს. ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა."მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას.სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა, გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია, ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ.მე ასევე, მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან.მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.ჩვენი ეკლესია და ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება".- აცხადებს ილია მეორე
 

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...