მთავარისიახლეებისაზოგადოებაკრიტიკული შეუსაბამობების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

კრიტიკული შეუსაბამობების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

Published on

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველომ მიმდინარე თვეს დედაქალაქში 110 ინსპექტირება და 140 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელა, მათ შორის, 83 ხორცის სარეალიზაციო ობიექტში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აგრეთვე, შემოწმდა ფრინველთა და ცხოველთა სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და აგრარული ბაზრები. კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 11 ბიზნესოპერატორს: 3 სასაკლაოს, 4 ხორცის საბითუმო სარეალიზაიციო ობიექტს, 3 საზოგადოებრივი კვების ობიექტს, 1 აგრარულ ბაზარს.სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ხორცის ეტიკეტირების წესის დარღვევისა და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის გამო დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი.„მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და სურსათის უვნებლობის სტანდარტების უზრუნველყოფისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მალფუჭებადი სურსათის – ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების შესაბამისობის დადგენას ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. აგრეთვე, ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები ბიზნესოპერატორებთან“,- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...