მთავარისიახლეებისაზოგადოებაკრიტიკული შეუსაბამობების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

კრიტიკული შეუსაბამობების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

Published on

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველომ მიმდინარე თვეს დედაქალაქში 110 ინსპექტირება და 140 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელა, მათ შორის, 83 ხორცის სარეალიზაციო ობიექტში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აგრეთვე, შემოწმდა ფრინველთა და ცხოველთა სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და აგრარული ბაზრები. კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 11 ბიზნესოპერატორს: 3 სასაკლაოს, 4 ხორცის საბითუმო სარეალიზაიციო ობიექტს, 3 საზოგადოებრივი კვების ობიექტს, 1 აგრარულ ბაზარს.სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ხორცის ეტიკეტირების წესის დარღვევისა და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის გამო დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი.„მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და სურსათის უვნებლობის სტანდარტების უზრუნველყოფისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მალფუჭებადი სურსათის – ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების შესაბამისობის დადგენას ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. აგრეთვე, ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები ბიზნესოპერატორებთან“,- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სიახლეები

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...

ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე- დღეს პუტინთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია

გვქონდა სატელეფონო საუბარი. საკმაოდ ხანგრძლივი იყო. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ირანიც. ასევე ვისაუბრეთ,...

შსს- პოლიციამ 150 გრამამდე „კოკაინი“ ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 150 გრამამდე „კოკაინი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ინფორმაციას შინაგან...

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...