მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯვარი-მესტიის მიმართულებით მოძრაობა პარალიზებულია

ჯვარი-მესტიის მიმართულებით მოძრაობა პარალიზებულია

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და დიდთოვლობის გამო მოძრაობა შეჩერებულია ჯვარი-მესტიის მიმართულებით, სადაც პრობლემა ჩამოწოლილმა მეწყერმა შექმნა, პრობლემურ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც მოძრაობა ზემო სვანეთის მიმართულებითაც აღდგება.„ყველა ვმუშაობთ 24 საათიან რეჯიმში, ყოველი საათის ბოლოს განახლებული ინფორმაციები უნდა გვქონდეს, სად რა პრობლემაა და რა საჭიროეებბი დგას. ამ დრომდე არ შემოსულა არცერთი შეტყობინება მოქალაქეების მხრიდან სახლების დაზიანების შესახებ, თუმცა მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ რა ხდება თითოეული სოფლის თითოეულ უბანში. ელექტრო ენერგია ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს მიეწოდება, შეზღუდვები გვაქვს წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ზუგდიდის რამდენიმე სოფელში, თუმცა ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, პრობლემების აღმოსაფხვრელად“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...