მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაუწმენდავი გზების გამო საგზაო მოძრაობა შეფერხებული იყო რამდენიმე სოფელში

გაუწმენდავი გზების გამო საგზაო მოძრაობა შეფერხებული იყო რამდენიმე სოფელში

Published on

მთელი დღის განმავლობაში თოვდა ზუგდიდში. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რის გამოც შეზღუდული იყო საავტომობილო მოძრაობა. გაუწმენდავი გზების გამო საგზაო მოძრაობა შეფერხდა ჯიხაშკარში. აქ ადგილობრივებს სტიქიასთან ბრძოლა საკუთარი ძალებით უწევდათ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ.საგზაო მოძრაობა  ასევე შეფერხებული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მათ შორის ინგირში, ნარაზენში, ნაცატუში, ოდიშში, რიყეში, ტყაიაში, ჩხორიაში, ჭკადუაშში, ჭაქვინჯის და ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში. სოფლებში საგზაო შეფერხებებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ინფორმაციას ფლობენ და გაწმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება .რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას – გათიშვები რამდენიმე სოფელში დაფიქსირდა,ენერგო პრო-ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განმარტებით, კომპანიის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს – სინოპტიკოსების განცხადებით, თოვა დღესაც გაგრძელდება, თუმცა ნაკლები ინტენსივობით, ხვალიდან კი ყინვას ვარაუდობენ. 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...