ჩაფიძის გულის ცენტრის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მათთან გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს.
როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს არ არის გონების დაკარგვის პირველი შემთხვევა.
ლაზარაშვილი დასძენს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კონტაქტურია.
ექიმის თქმით, პაციენტზე დაკვირვება დინამიკაში მიმდინარეობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემდეგი ინფორმაცია 18 თებერვალს, დღის 12:00 საათზე გავრცელდება.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს „საგანგაშო არაფერი სჭირს“– ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს ჩაფიძის გულის ცენტრში მოთავსებული დეკანოზის მონახულების შემდეგ განუცხადა.
დღეს პაციენტს პირველადი დათვალიერება ჩაუტარდა, ხოლო, დილიდან, ინტენსიური გამოკვლევები ჩაუტარდება. ადვოკატის ცნობით, ამ პროცედურების შემდეგ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნებენ.
ადვოკატმა და კლინიკაში მისულმა დეკანოზის ახლობლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.