მთავარისიახლეებისაზოგადოებადასავლეთ საქართველოში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება

დასავლეთ საქართველოში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება

Published on

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვს, თოვლმა პრობლემები შექმნა ზოგიერთ რეგიონში, ამ წუთებში სამეგრელოს ზოგიერთ რაიონში თოვლის საფარი ერთ მეტრამდე აღწევს. გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს ინფორმაციით,   დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ითოვებს, ღამით ზოგან ძლიერად. აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან. თბილისში იქნება მცირე თოვლი. ქვეყნის უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი წამში. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი კვლავ ქარბუქია მოსალოდნელი. 18 თებერვლიდან 21 თებერვლამდე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა ღამით ყინვა შენარჩუნდება. დღეს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -3; +2 გრადუსი იქნება; დღისით -1;+4 გრადუსი; მთაში – -8; -3 გრადუსი; დღისით – -5;0 გრადუსი; მაღალმთაში ღამით – -14;-9 გრადუსი; დღისით – -8;-3 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -9-4 გრადუსი; ზოგიერთ რაიონში -13 გრადუსი იქნება, დღისით – -1;+4 გრადუსი; მათაში ღამით მოსალოდნელია -17;-12 გრადუსი; დღისით -7;-2; მაღალმთაში – -18;-13 გრადუსი, ზოგან -25 გრადუსამდე; დღისით – -11;-6 გრადუსი; თბილისში ღამით მოსალოდნელია -5 გრადუსი; დღისით +3 გრადუსი.18 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -7;-2 გრადუსი იქნება; დღისით 5;10 გრადუსი; მთაში – -13;-8 გრადუსი; დღისით – -1;4 გრადუსი; მაღალმთაში ღამით – -20;-15; დღისით – -4;+1; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -8;-3 გრადუსი; ზოგიერთ რაიონში -16 გრადუსი იქნება, დღისით – 0;5 გრადუსი; მათაში ღამით მოსალოდნელია -18;-13 გრადუსი; დღისით -3;+2 გრადუსი; მაღალმთაში – -20;-15 გრადუსი, ზოგან -26 გრადუსამდე; დღისით – -8;-3 გრადუსი; თბილისში ღამით მოსალოდნელია -6 გრადუსი; დღისით 4 გრადუსი. 
 

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...