ანაკლიის სანაპიროზე შტორმის შედეგად რამდენიმე ოჯახი დაზარალდა, ტალღების სიმაღლემ სამ მეტრს მიაღწია, რის გამოც დაზიანდა ზღვის ნაპირი, ზღვიდან მოვარდნილმა წყალმა კი დასახლებულ პუნქტამდე მიაღწია, დაიტბორა ადგილობრივი მოსახლეობის ეზოები და სახლები.ადგილობრივების თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ზღვამ ნელნელა მიიტაცა სანაპირო ზოლის 200 მეტრი. ისინი ნაპირსამაგრი სამუშაოების გაგრძელებასა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათივე განმარტებით, არსებული სავალალო მდგომარების შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას დიდი ხსნის წინ ატყობინებდნენ. ადგილობრივებმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გამგეობას წერილობითიაც მიმართეს, თუმცა მათი პრობლემებით ამ დრომდე არავინ არ დაინტერესებულა.
ანაკლიაში ძლიერმა შტორმმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა, ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ
Published on