”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე გამოცხადდა. გვარამიას გამოკითხვა მასსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს შორის ფარული აუდიო ჩანაწერის საქმეზე უნდა მოხდეს. როგორც გვარამიამ აღნიშნა, მისთვის უცნობია გამოძიებას ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი რა ინფორმაცია აინტერესებს. როგორც გვარამიამ აღნიშნა, აღნიშნულ ჩანაწერში ფიგურირებდა სამი ადამიანი, მეოთხე პირი კი საუბარში არ მონაწილეობდა და უბრალოდ ოთახში შემოდიოდა და გადიოდა. ”დიალოგი მიდის სამ ადამიანს შორის. მე ვიცი, ვის შორის გაიმართა საუბარი, მათ შორის, როგორც უკვე განვაცხადე, ერთ-ერთი იყო სახელმწიფოსთან დაახლოებული პირი. მისი ვინაობა, მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ არ დავასახელებდი და ახლაც ასე ვაპირებ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისივე თქმით, ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა შს სამინისტრომ დაადასტურა, არ არის სრული ვერსია და ის მონტაჟია. გვარამია განმარტავს, რომ ჩანაწერში არ არის ასახული სამ ადამიანს შორის დიალოგი. რაც შეეხება ჩანაწერის სრულ ვერსიას, გვარამია განმარტავს, რომ ის განადგურებულია, ვინაიდან ”რუსთავი 2”-სთვის რაიმე სახის მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...