მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე: უმრავლესობამ ჩვენი რეზოლუცია ჩააგდო, მაგრამ ბრძოლა ამით არ დამთავრდება...

რომან გოცირიძე: უმრავლესობამ ჩვენი რეზოლუცია ჩააგდო, მაგრამ ბრძოლა ამით არ დამთავრდება – “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს

Published on

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ჩააგდო მაციონალური მოძრაობის მიერ გატანიკლი რეზოლუციის პროექტი  „საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ“.
 
 უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას რაც სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან მასში  ფაქტობრივად მხილებულია  მთავრობის მიერ დადებული ხელშეკრულების ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი. 
 
 
"ჩვენ გავაკეთეთ "გაზპრომთან" ხელშეკრულების რეკონსტრუქცია. დარწმუნებული ვართ, როცა გასაჯაროებას მივაღწევთ, ის აუცილებლად დაემთხვევა ჩვენ მიერ წარმოდგენილ პროექტს. ამ ხელშეკრულებით საქართველომ იზარალა მრავალი მილიონი ლარი",- განაცხადა  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ. მისი თქმით,  ბრძოლა ამით არ დამთავრდება –  "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს და ამისთვის გამოყენებული იქნება როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი ხერხები.
 
"ჩვენ ამას გავასაჩივრებთ სასამართლოში და მივაღწევთ კონტრაქტის ჯერ გასაჯაროვებას და შემდეგ ხალხის მხარდაჭერით შევეცდებით, ხელისუფლება ვაიძულოთ ამ ხელშეკრულების გაუქმებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად",- განაცხადა გოცირიძემ.
 

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...