მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: როგორც მინიმუმ, პროკურატურამ, პრემიერ-მინისტრმა ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას

ნიკა მელია: როგორც მინიმუმ, პროკურატურამ, პრემიერ-მინისტრმა ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას

Published on

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია პრემიერ-მინისტრსა და პროკურატურას მოუწოდებს, მოსახლეობას ბოდიში მოუხადონ .
 
ნიკა მელია პროკურატურის განმარტებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალში პატრიარქის მოწამვლაზე საუბარი არ ყოფილა.
 
”პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აღკვეთილია ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ”ქართული ოცნების” სხვა ლიდერებმა, მთავარმა პროკურორმა განაცხადეს, რომ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის მიმართ არის აღკვეთილი მძიმე დანაშაული. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი აგზავნის სკუთარ, პირად მცველებს ბერლინში პატრიარქის დაცვის გასაძლიერებლად. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველამ ვიფიქრეთ და დავრწმუნდით, რომ ეს საქმე ეხებოდა პატრიარქს. 
 
დღეს, იგივე ხალხი, პრემიერ-მინისტრი, პროკურატურა და ”ქართული ოცნება” საუბრობს, რომ სასულიერო პირს თურმე არ ეხებოდა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ როგორც მინიმუმ, პროკურატურამ, პრემიერ-მინისტრმა ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას. ამავე დროს, დეტალებში უნდა გააცნონ საქმის მასალები ამ ქვეყნის მოსახლეობას, ვინც დარწმუნებული იყო, რომ თურმე პატრიარქზე თავდასხმა მზადდებოდა. რეალურად აღმოჩნდა, რომ პატრიარქი არაფერ შუაში ყოფილა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...