მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავრობამ კანცელარიაში მოშიმშილე ქალბატონი დენისა და გათბობის გარეშე დატოვა

მთავრობამ კანცელარიაში მოშიმშილე ქალბატონი დენისა და გათბობის გარეშე დატოვა

Published on

მთავრობის კანცელარიაში  მეათე დღეა  შიმშილობს აფხაზი სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი  ქართველი მებრძოლის გიორგილუკავას მეუღლე, რვა შვილის დედა ( აქედან სამი ბავშვი გარდაცვლილი ჰყავს) ლალი ბასარია.
იგი აცხადებს, რომ  პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას   მიმართა ხელისუფლების მხრიდან ლუკავას საქმის მიმართ არასათანადო ყურადღების მიზეზით, თუმცა ხელისუფლებამ ნაცვლად ამ ვითარების გამოსწორებისა, კიდევ უფრო მეტი უყურადღებობა გამოიჩინა  ახლა უკვე მოშიმშილის მიმართ. 
მოშიმშილე ქალბატონი   გარკვეული პერიოდი  დენისა და გათბობის გარეშეც დატოვეს. „ვერ ვსუნთქავ უკვე მეწებება ფილტვები, რადგან წყალი არ მიმიღია. არ რცხვენია ხელისუფლებას? ნუთუ არ დააინტერესა ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის იღბალი? მოსულიყვნენ და თანადგომა მაინც გამოეცხადებინათ,“-აცხადებს ლალი ბასარია.
მოშიმშილე აფხაზეთში დატყვევებულ მეუღლესთან გიორგი ლუკავასთან საუბრის უფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...