მთავარისიახლეებისაზოგადოებაინდივიდუალური დაზღვევა შესაძლოა გაუქმდეს

ინდივიდუალური დაზღვევა შესაძლოა გაუქმდეს

Published on

მთავრობის 9 თებერვალს მიღებული დადგენილება, რომელიც სადაზღვევო სისტემაში ცვლილებას გულისხმობს, სადაზღვევო კომპანიებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, დადგენილება პირველი მარტიდან შედის ძალაში, თუმცა წინა თარიღით უნდა ამოქმედდეს.როგორც სადაზღვევო კომპანიებში განმარტავენ მოქალაქე, რომელიც პირველი იანვრიდან კერძო დაზღვევაში ჩაერთო, პირველი მარტიდან საყოველთაო დაზღვევის სისტემას ავტომატურად გამოეთიშება.,,ვისაც ,,დაშენებული" პროდუქტი აქვს, დარჩება მხოლოდ ის დამატებითი პაკეტი, რომელსაც კერძო დაზღვევით აქვს შეძენილი. მას მეტი თანხის გადახდა მოუწევს იმის დასაფარად, რასაც აქამდე უფასოდ იღებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით", – განმარტავს "პე-ეს-პე"-ს დაზღვევის გენერალური დირექტორი ვლადიმერ ბეჟაშვილი.მთავრობის ახალი დადგენილება სავარაუდოდ კერძო კომპანიებში ინდივიდუალური დაზღვევის მიმართულების გაქრობას გამოიწვევს, – აცხადებს "ჯი-პი-აი ჰოლდინგის" მარკეტინგული კომუნიკაციის მენეჯერი თინათინ სტამბოლიშვილი.,,30 ათასამდე ინდივიდუალურად დაზღვეული მოქალაქე გვყავს. რომელთაც შემავსებელი პაკეტი შევთავაზეთ. ესაა მედიკამენტები, სტომატოლოგია, კიდევ უფრო სრულყოფილი ამბულატორია და ა.შ. ახლა ამ ადამიანებს მოუწევთ გაიუქმონ კერძო დაზღვევა, რადგან თუ ასე მოიქცევიან, მსხვილი ხარჯებისგან იქნებიან დაუცველები ან თუ ჯერჯერობით ისარგებლებენ, მოგვიწევს გადავხედოთ ჩვენს პაკეტს, რომ მათთის სასურველი გახდეს, რაც პაკეტის გაძვირებას გამოიწვევს. რეალურად მივიღებთ იმას, რომ კერძო ინდივიდუალურ დაზღვევის მიმართულება საერთოდ შეჩერდება", – აცხადებს სტამბოლიშვილი.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...