მთავარისიახლეებისაზოგადოებაილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში რუსმა მღვდელ-მსახურმა მეტლახი დააგო

ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში რუსმა მღვდელ-მსახურმა მეტლახი დააგო

Published on

21-ე საუკუნის სამშენებლო მასალა მე-11 საუკუნის ტაძარში, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში კედლების გადაღებვის, რუსული გუმბათის დადგმისა და უნიკალური ქართული წარწერების წაშლის შემდეგ, რუსმა მღვდელ-მსახურმა ეკლესიაში ახალი იატაკი დააგო.

კადრებში, რომელიც კურიერს ოკუპირებული ტერიტორიიდან მიაწოდეს, კარგად ჩანს უძველესი ქვებიც, რომლებიც რუსმა მღვდელმსახურმა ილორის ტაძრიდან აყარა და საკუთარი სახლის ეზოში ახალ სამლოცველოს აშენებს.

ილორის წმინდა გიორგის ტაძრის განადგურება საოკუპაციო რეჟიმმა 7 წლის წინ დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ არა ერთი მიმართვის მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძლურია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. სპეციალისტების განმარტებით, ძეგლების განადგურების პროცესს ვერც ქართული ეკლესიის ჩარევა შეაჩერებს.

სანამ ოფიციალური თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ფიქრობენ, როგორ გადაარჩინონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები არ გამორიცხავენ, რომ ქართულ ტაძრებს რუსულმა ეკლესიამ ქართული კვალის საბოლოოდ წასაშლელად, სახელები გადაარქვას.

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...