მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების სამინისტროდან 250-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

განათლების სამინისტროდან 250-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

Published on

რეორგანიზაციის ფარგლებში განათლების სამინისტროდან 250-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ შეიცვალოს.მინისტრის თქმით, ყურადღებით განიხილავენ თითოეული დეპარტამენტისა და სიპ-ის მუშაობას. ჯეჯელავა ამბობს, რომ ოპტიმიზაციის პროცესი თანამშრომელთა საჭიროების მიხედვით მიმდინარეობს.განათლების მინისტრი უწყებაში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლებისთვის გაცემული პრემიების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, უშტატო თანამშრომელი მეორეხარისხოვანს არ გულისხმობს. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სამინისტოსთვის საჭირო თანამშრომელმა ხელფასიც უნდა მიიღოს, პრემიაც და მადლობაც.მინისტრის თქმით, სწორედ ამაზეა დამოკიდებული უწყების წარმატებული საქმიანობა. განათლების სამინისტროში 91 შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული, რომელთა თანამდებობრივი სარგოსა და პრემიებისთვის 2016 წელს ჯამში ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...