მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის'' სამუშაო შეხვედრა ცივად მოხარშული დედალის ატრიბუტიკით

,,სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის” სამუშაო შეხვედრა ცივად მოხარშული დედალის ატრიბუტიკით

Published on

 

ცხინვალში რეფერენდუმისთვის ემზადებიან. მისი ჩატარება გაზაფხულზეა დაგეგმილი. ფოტო, რომელიც    სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, თანდართული კომენტარის თანახმად  პრეზიდენტის ერთერთ სამუშაო შეხვედრას ასახავს. როგორც ჩანს,  ასეთ შეხვედრებზე წყდება გაერთიანებული ალანიის სახელმწიფოს შექმნის საკითხები.
 
შეგახსენებთ,  მარიონეტული ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით,, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა და ე.წ  პარლამენტის თავმჯდომარემ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას მხარი 2017 წლისთვის დაუჭირეს.
 
"რეფერენდუმი უახლოეს მომვალაში ჩატარდება, ერთი წლის შემდეგ კი არა, არამედ ნახევარ წელიწადზე მალე. ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად განვიხილეთ და იმ დასკვამდე მივედით, რომ ეს სამხრეთ ოსეთის შიდა საკითხია. ამ საკითხს იურიდიული შესწავლა სჭირდება და მის განსახორციელებელად საკონსტიტუციო ცვლილებებია აუცილებელი, რისთვისაც ეს რეფერენდუმი ჩატარდება", – აცხადებს სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი .
 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეფერენდუმის ჩატარება „სამხრეთ ოსეთის ხალხს ინტერესებისა" და ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილურობის მიზნით ხორციელდება.  აღნიშნული რეფერენდუმი, ცხინვალს უფლებას მისცემს, "ერთიანი მოკავშირე ორგანოს" შექმნის იდეა წარუდგინოს მოსკოვს, რომელსაც რესპუბლიკა ხელისუფლების უფლებამოსილებას მიანიჭებს.
 
 
 
 
 

 

 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...